loader

ნინო ბურჯანაძის "დელიკატური მისია" მოსკოვში - ნატოსა და სააკაშვილზე რუსული ტელეკომპანიის ეთერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინო ბურჯანაძის "დელიკატური მისია" მოსკოვში - ნატოსა და სააკაშვილზე რუსული ტელეკომპანიის ეთერში

საქართველო-რუსეთს შორის გატეხილი ხიდის აღდგენას ქვეყნის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ახლა კი კეთილი ნების ელჩი ნინო ბურჯანაძე ცდილობს. საკუთარი მისიის მნიშვნელობაზე, "ქართულ ოცნებასა" და თბილისში რუსეთისადმი ცვალებადი დამოკიდებულების შესახებ ბურჯანაძემ ჩვენს კორესპონდენტთან ისაუბრა" - ასე წარადგინა ტელეკომპანია НТВ-ს წამყვანმა ქართველი პოლიტიკოსის ვიზიტზე მომზადებული სიუჟეტი.

"უნდა ვაღიაროთ, ჩვენ ნატოში არავინ გველოდება და იქ არავინ მიგვიღებს, ეს უკვე სავსებით ცხადია. მეორე მხრივ კი, მას შემდეგ, რაც 2008 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზა მდებარეობს, იმაზე საუბარი, რომ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ნატოს ბაზები განთავსდება, არარეალურია და არც საქართველოს ინტერესებშია" - აღნიშნა ბურჯანაძემ საუბრისას. მან მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ეცოდება უკრაინა და უკრაინელი ხალხი, რადგან მან ყველაზე კარგად იცის "სააკაშვილისა და მისი რეფორმების რეალური ფასი".