loader

ვარკეთილში წყლის მილი გასკდა და შენობის ფანჯრის მინები ჩაამსხვრია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვარკეთილში წყლის მილი გასკდა და შენობის ფანჯრის მინები ჩაამსხვრია

ვარკეთილში, მესამე მასივში, კალაუბნის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა. წყლის დიდმა ნაკადმა დატბორა ტერიტორია და მიმდებარე შენობის ფანჯრის მინები ჩაამსხვრია.

როგორც კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" პრესსამსახურში განაცხადეს, შემთხვევის ადგილზე ტექნიკური ბრიგადა გავიდა. დაზიანებულია წყალსადენის 160 მილიმეტრიანი ქსელი და წყალი უკვე გადაკეტილია.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ქსელის წყლისგან დაცლა მიმდინარეობს, უახლოეს ხანში კი, დაზიანებული ქსელის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება.

სამოყვარულო კამერით გადაღებული ვიდეო ”პალიტრა ტვ”-ს ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა მოაწოდა.