loader

პატრიარქი ღალატზე, ერთგულებასა და ერთმანეთის მხარდაჭერაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქი ღალატზე, ერთგულებასა და ერთმანეთის მხარდაჭერაზე

ჩვენ ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ - განსაკუთრებით დღეს, როცა ამდენი პრობლემებია ჩვენი ერის, ყოველი ადამიანის და ოჯახის წინაშე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამებაში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მრევლს ერთგულებისა და ერთმანეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ილია მეორემ მართლმადიდებელ ქრისტიანებს პეტრე და პავლე მოციქულების ხსენების დღეს მოულოცა და მათი ქადაგებებისა და ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

ამასთან, ხვალ, 12 მოციქულის დღესასწაული და სვეტიცხოვლობა აღინიშნება. ილია მეორეს თქმით, დღეს, 19.00 საათზე, სვეტიცხოველში დაიწყება ლოცვა. ასევე ჩამოვა ჯგუფი, რომელმაც გამოირა გზა ფარავანის ტბიდან სვეტიცხოვლამდე. როგორც პატრიარმა აღნიშნა, ეს 27-ე მოგზაურობაა.

"მრავალი განსაცდელის წინაშე ვართ, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დავკარგოთ იმედი, ყველაფერი დამშიდდება და თავის ადგილზე დადგება", - განაცხადა ილია მეორემ.