loader

ჟურნალისტმა დაცვის თანამშრომლებს სცემა და უკბინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟურნალისტმა დაცვის თანამშრომლებს სცემა და უკბინა

ოჰაიოს შტატში, ქალაქ მენსფილდის ადმინისტრაციის ერთ-ერთი კომისიის მუშაობის დაწყებამდე რეგლამენტი შეცვალეს, რომლის მიხედვით, სხდომაზე გარეშე პირებისთვის, მათ შორის, უფლებადამცველი ჟურნალისტისთვის - მაიკ სკიდმორისთვის ადგილი ვერ მოიძებნებოდა. ამ დროს სკიდმორი უკვე ოთახში იმყოფებოდა.

მამაკაცმა ოთახის დატოვებაზე უარი თქვა და მომხდარის ხმამაღლა კომენტირება დაიწყო, ოთახში კამერები დაალაგა და თანამშრომლებისთვის ფოტოგადაღებას ცდილობდა. სწორედ ეს გახდა დაცვის თანამშრომლების გამოძახების მიზეზი - გადაღების დროს სკიდმორი ქალ კლერკს შეეხო, რომელიც მისი პირადი სივრცის დარღვევის გამო აღშფოთდა. მცველები უხმოდ შემოვიდნენ და კუთხეში მჯდომი მაიკისკენ გაემართნენ. ერთ-ერთი მცველი მისთვის კამერის წართმევას შეეცადა, მაგრამ უფლებადამცველმა მას სახეში დაარტყა.

მუშტი-კრივის დროს მცველმა პისტოლეტი ამოიღო და სკიდმორის მიმართულებით ისროლა, მაგრამ ტყვია მას აცდა. მცველების დასახმარებლად სამი მამაკაცი მივიდა და დაცვის თანამშრომლებს მეამბოხის დაჭერაში დაეხმარა.