loader

"ქურდებს არჩევინებენ საქმეს" - ხმაური სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქურდებს არჩევინებენ საქმეს" - ხმაური სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო სხდომის შემდეგ ხმაური იყო. სასამართლომ დღეს დაჰკითხა პროკურატურის მოწმე კახა მისირელი, რომელიც სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილეა. მოწმის დაკითხვის შემდეგ ბრალდებულის ახლობლებმა მისი ჩვენება გააპროტესტეს. როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის დამ, ირინა ცააძემ განაცხადა, პროკურატურას უნდა რცხვენოდეს, რადგან კახა მისირელი ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის არის ბრალდებული და მას მოწმედ იყენებს. ცააძის თქმით, ზეწოლა იმაში გამოიხატება, რომ მისი შვილი დაიბარეს პოლიციაში და გამორიცხული არ არის, რომ უკვე დაკავებულია და ნარკოტიკიც ჩაუდეს.

რაც შეეხება დაკითხულ მოწმეს, კახა მისირელმა აღნიშნა, რომ სოდ-ის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. კახა მისირელი, როგორც ცნობილია, 2010 წლის 7 ივლისს ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძესთან და დავით გაგნიძესთან ერთად დააკავეს და ბრალად წარდგენილი აქვს ქურდულ სამყაროსთან კავშირი. ამ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს.

ასევე იხილეთ:

"თქვენ ხართ ნარკომანი, თქვენნაირებს იჭერდა ჩემი ძმა" - დაპირისპირება ყოფილი პოლიციელის ახლობლებსა და ირაკლი კაკაბაძეს შორის