loader

რა წიგნს მიიღებს თქვენი შვილი სკოლაში წელს - მოსწავლეების 60% ახალი სახელმძღვანელოს გარეშე დარჩება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა წიგნს მიიღებს თქვენი შვილი სკოლაში წელს - მოსწავლეების 60% ახალი სახელმძღვანელოს გარეშე დარჩება

სექტემბერში საჯარო სკოლის მოსწავლეები სახელმწიფოსგან ძველ სახელმძღვანელოებს მიიღებენ. ნახმარი სახელმძღვანელოები, მცირე რაოდენობით, მოსწავლეების ნაწილს გასული სასწავლო წლის დასაწყისშიც დაურიგდათ. მათი ნაწილი სწავლისთვის იმდენად გამოუსადეგარი იყო, რომ მშობლები იძულებულნი იყვნენ, შვილებისთვის ან ახალი წიგნები შეეძინათ, ან სხვისგან "დაექსეროქსებინათ" სახელმძღვანელოს ნაკლული გვერდები. ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ დაპირებულმა უფასო სახელმძღვანელოების პროექტმა ორ წელიწადში სახე იცვალა და სექტემბერში სკოლაში მისულ მოსწავლეებს მერხებზე, მართალია, უფასო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ შელახული წიგნები დახვდებათ.

განმარტებებს ამ და სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე "კურიერთან" საუბარში აკეთებს.