loader

"ლიბერთინსის" ფარგლებში კიდევ ერთი ქართულად ნათარგმნი ბესტსელერი თინეიჯერებმა კვლავ ფასდაკლებით შეიძინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლიბერთინსის" ფარგლებში კიდევ ერთი ქართულად ნათარგმნი ბესტსელერი თინეიჯერებმა კვლავ ფასდაკლებით შეიძინეს

"ლიბერთინსის" ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ქართულად ნათარგმნი ბესტსელერი შეემატა. "ბიბლუსი გალერეაში" "ლიბერთინსის" ახალი წიგნის, ელის სიბოლდის "საყვარელი ძვლების" პრეზენტაცია გაიმართა. მოზარდ მკითხველს წიგნი მათმა თანატოლებმა, "ლიბერთინსის" წევრებმა და ქართულ ენაზე მთარგმნელმა ლევან ინასარიძემ წარუდგინეს.

პრეზენტაციაზე მისულ მოზარდებს "ბიბლუსი გალერეაში" ამერიკელი მწერლის ბესტსელერის შეძენა ფასდაკლებით, 12 ლარის ნაცვლად 8 ლარად შეეძლოთ.

"საყვარელი ძვლების" პრეზენტაციაზე "პალიტრა L"-მა პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში წიგნის მოყვარულებს მრავალი სიურპრიზი შესთავაზა. კერძოდ, მოზარდებს საშუალება მიეცათ თავად მიემართათ ამერიკელ მწერისთვის და ის საქართველოში მოეწვიათ.

ამასთან, პროექტ "ლიბერთინსის" წარმომადგენლებმა დღეს პროექტის ფარგლებში გამართული გათამაშების გამარჯვებულიც გამოავლინეს.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი