loader

ადგილი, რომელსაც სტიქიის კვალი ჯერ კიდევ ემჩნევა - რა მდგომარეობაშია თბილისში ერთ დროს ცნობილი საროსკიპო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადგილი, რომელსაც სტიქიის კვალი ჯერ კიდევ ემჩნევა - რა მდგომარეობაშია თბილისში ერთ დროს ცნობილი საროსკიპო

AMBEBI.GE-მ და PALITRATV.GE-მ მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, რომლებზეც ასახულია, როგორ იტბორება თბილისის ერთ-ერთი ცნობილი საროსკიპო, რომელიც "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. აღნიშნულ კლუბს თბილისში საროსკიპო "პალმების" სახელით იცნობდნენ. ვიდეომასალა "პალიტრა ტვ"-ს შენობის მეპატრონემ მიაწოდა, რომელსაც ობიექტი იჯარით ჰქონდა გაცემული და მისი ინფორმაციით, იქ ღამის კლუბი ფუნქციონირებდა.

სტიქიიდან 1 თვის შემდეგ შენობას, ფაქტობრივად, უცვლელად ემჩნევა სტიქიის კვალი და წყალდიდობაში მოყოლილების ხელის ანაბეჭდები კედლებზე, რომელიც მთელი სიმძაფრით ასახავს საზარელ წუთებს. პირველი სართული მთლიანად შლამით არის დატბორილი. მეორე სართულის ინტერიერი დალეწილია, განადგურებულია ავეჯი და ტექნიკა. ობიექტის მეპატრონე პირად საუბარში ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს და ამბობს, რომ შენობის რეაბილიტაცია საკუთარი ძალებით უწევს. მისი თქმით, ხელისუფლების მიმართ მოთხოვნა, რომ წყლის ამოტუმბვაში დაეხმარონ, დღემდე დაუკმაყოფილებელი რჩება.

ასევე იხილეთ: სტიქიის ღამის უცნობი კადრები - როგორ დაიტბორა ცნობილი საროსკიპო თბილისის ცენტრში