loader

"შეაყარე კედელს ცერცვი" - აქციის მონაწილეებმა საკრებულოს შენობას ცერცვი ვერა, მაგრამ ლობიო, ხორბალი და ბრინჯი შეაყარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეაყარე კედელს ცერცვი" - აქციის მონაწილეებმა საკრებულოს შენობას ცერცვი ვერა, მაგრამ ლობიო, ხორბალი და ბრინჯი შეაყარეს

"შეაყარე კედელს ცერცვი" - ამ ლოზუნგით თბილისის საკრებულოს შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საკრებულოს შენობას ცერცვი ვერა, მაგრამ ლობიოს მარცვლები, ხორბალი და ბრინჯი შეაყარეს. მათ სამართალდამცველებმა მიუთითეს, რომ ტერიტორიას ანაგვიანებდნენ, ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდათ და ისინი ამისთვის დაჯარიმდებოდნენ. მათ საკრებულოს შენობას მიტანილი ბრინჯის მარცვლების, ლობიოსა და ხორბლის ნაწილი შეაყარეს და ამით აქცია დასრულდა.