loader

"გავითავისე დანაშაული, რომელიც უგუნური ქმედებით მომივიდა" - რა თქვა "მამულიჩამ" სასამართლოზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გავითავისე დანაშაული, რომელიც უგუნური ქმედებით მომივიდა" - რა თქვა "მამულიჩამ" სასამართლოზე

გავითავისე დანაშაული, რომელიც ჩემი უგუნური ქმედებით ჩავიდინე, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობისას ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულმა კახი მამულაშვილმა განაცხადა, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა.

მისი თქმით, საქართველოში არასდროს შემოუტანია ნარკოტიკული საშუალებები, თუმცა უცხოეთში კოკაინი გაუსინჯავს.

"მე არასოდეს შემომიტანია საქართველოში ნარკოტიკი. არც ვეწევი და არც ვსვამ, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა კოკაინი გამისინჯავს უცხოეთში. ის ოდენობა, რაც ახლა მქონდა, მივიჩნიე, რომ არ იყო დიდი ოდენობა. ვინმესთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რამეს არ გავაკეთებდი. საგამოძიებო პროცესში ეს ორი თვე მჭირდება, რომ ოჯახი შევაგუო იმას, რომ შესაძლოა დანაშაულისთვის პასუხისგება მომიწიოს", - განაცხადა კახი მამულაშვილმა, რომელიც 10-ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 55-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

წყარო: 1tv.ge