loader

ავტომანქანის ავზში შენახული უპრეცედენტო ოდენობის ნარკოტიკული საშუალება შსს-მ სადახლოზე ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტომანქანის ავზში შენახული უპრეცედენტო ოდენობის ნარკოტიკული საშუალება შსს-მ სადახლოზე ამოიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე არტაკ ჰ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არტაკ ჰ-მ სომხეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო გამშვებ პუნქტ "სადახლოს" გავლით, საქართველოში თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის - "TOYOTA LAND CRUISER"-ის გაუქმებულ ავზში უკანონოდ შენახული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოიტანა. ავტომანქანის შემოწმებისას სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 96,460 ლიტრი თხევადი ნივთიერება, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 57,24 კილოგრამ ნარკოტიკულ საშუალება "ამფეტამინს" და ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 226,681 გრამ ნარკოტიკულ საშუალება "მეტამფეტამინს" შეიცავდა.