loader

"კრიმინალებო, ბარიგებო"... "მკვლელებო" - ვაზაგაშვილის და ცააძის ნათესავების დაპირისპირება სასამართლოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კრიმინალებო, ბარიგებო"... "მკვლელებო" - ვაზაგაშვილის და ცააძის ნათესავების დაპირისპირება სასამართლოში

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო პროცესი ხმაურით დასრულდა. ხმაური გამოიწვია მოწმე ქეთევან მირიანაშვილის ჩვენებამ, რომელმაც აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის თვითმხილველია და დაინახა, როგორ ესროლა საკონტროლო გასროლით გიორგი ცააძემ იმ ავტომობილში მსხდომთ, რომელშიც ზურაბ ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები ისხდნენ.

მოწმის აღნიშნული ჩვენება გააპროტესტეს ბრალდებულების ახლობლებმა. ხმამაღალი შეძახილებით სხდომა დატოვა ბრალდებულ გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი კომენტარის დროს დარბაზიდან დაზარალებული მხარის წარმომადგენლები გამოვიდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა ბრალდებულებისა და დაზარალებულების ახლობლებს შორის. მათ შორის ჩართული იყო იური ვაზაგაშვილის და მანანა ვაზაგაშვილი, რომელსაც ცააძემ და მისმა თანმხლებებმა "ბარიგა" უწოდეს. საპასუხოდ კი დაზარალებულების ახლობლებისგან ისმოდა შეძახილი - "მკვლელებო".

მანანა ვაზაგაშვილმა მას შეკითხვა შეუბრუნა, მისი ძმა რატომ იყო ადრე დაკავებული. ირინა ცააძემ კი უთხრა, რომ მისი ძმა ვაჟკაცობის გამო იყო დაკავებული.