loader

დაკარგული სერგო კაპანაძის ახლობლები სტიქიის ზონაში შეიკრიბნენ - რა მოთხოვნები აქვს ოჯახს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკარგული სერგო კაპანაძის ახლობლები სტიქიის ზონაში შეიკრიბნენ - რა მოთხოვნები აქვს ოჯახს

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაკარგული სერგო კაპანაძის ახლობლები სტიქიის ზონის ეპიცენტრში შეიკრიბნენ. დაკარგულის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მერიის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამენ. სერგო კაპანაძის დის, მედეა კაპანაძის თქმით, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ 40 დღე გავიდა და სახელმწიფომ ცხედარი ჯერ კიდევ ვერ მოიძია. ოჯახი აპირებს მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუ რა სამუშაოები მიდის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. იქნებ არის შანსი, რომ მტკვარმა აზერბაიჯანის საზღვარზეც გარიყა ცხედრები.

13 ივლისის სტიქიის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ამ დრომდე სამი ადამიანი ითვლება. მათ შორის არის სერგო კაპანაძეც.

ავტორი: თამარ კორკოტაშვილი