loader

პრემიერის საგანგებო განცხადება ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერის საგანგებო განცხადება ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით

სემეკს ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, კომპანიები ვერ შეძლებდნენ ელექტროენერგიის უწყვეტ რეჟიმში მოწოდების უზრუნველყოფას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი რეგიონებში უკვე გაიზარდა და ანალოგიური გადაწყვეტილება თბილისის მომხმარებლებთან მიმართებაშიცაა მოსალოდნელი, საქართველოს რეგიონში დენს მაინც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საფასური აქვს.

პრემიერის განცხადებით, ელექტროენერგიის ძველ და ახალ სამომხმარებლო ტარიფებს შორის განსხვავებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახელმწიფო სრულად დაფარავს. მისივე განმარტებით, აღნიშნული 208 ათას სოციალურად დაუცველ ოჯახს შეეხება.