loader

10 ყველაზე მისტიკური ფოტო მსოფლიო ისტორიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

10 ყველაზე მისტიკური ფოტო მსოფლიო ისტორიაში

10 ყველაზე მისტიური ფოტო მსოფლიო ისტორიაში - ისინი სხვადასხვა დროს, სხვადასხხვა გარემოში და ქვეყანაშია გადაღებული. მათ რიცხვშია 1963 წელს კენედის მკვლელობის დღეს გადაღებული უცნობი ქალი, რომელიც საბედისწერო დღის ამსახველ თითქმის ყველა ფოტოში ჩანს ფოტოაპარატით ხელში, სპეცსამსახურებმა ის დიდხანს ეძებეს, თუმცა მის ასავას-დასავალს ვერ მიაგნეს...

კიდევ ერთი მისტიური ფოტო, პეკინში 1989 წელსაა გადაღებული ტიანანმენის მოედანზე მიმდინარე პროტესტის დროს, როდესაც უიარაღო მამაკაცმა ნახევარი საათის განმავლობაში, მარტოდმარტომ შეაჩერა ტანკების კოლონა. მსოფლიო ისტორიას შემორჩა უნიკალური კადრი, რომლის გმირის ვინაობა დღემდე უცნობია...

...1964 წელს ტამპლტონების ოჯახმა გადაწყვიტა სოლუეი-ფერტის ყურეში გასეირნება. ხუთი წლის ქალიშვილისთვის გადაღებული ფოტოს დაბეჭდვის შემდეგ, კადრში ზურგით მდგარი კოსმონავტი ჩანს, ტამპლტონები კი ამტკიცებდნენ რომ მათ გარდა, ამ ჭაობიან ადგილას არავინ იმყოფებოდა...