loader

ოლიმპიადის გახსნის ემოციური მომენტი: პარაოლიმპიელი სპორტსმენი ჩირაღდნით ხელში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოლიმპიადის გახსნის ემოციური მომენტი: პარაოლიმპიელი სპორტსმენი ჩირაღდნით ხელში

ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, გრანდიოზული შოუს კულმინაცია ოლიმპიური ჩირაღდნის შემოტანა იყო, რომელიც პირველად გადაეცა ოლიმპიურ ჩემპიონ გელა კეტაშვილს. მეორე მეჩირაღდნე პარაოლიმპიელი სპორტსმენი თემურ დადიანი იყო. მისი გამოსვლა საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო. მაყურებლები ფეხზე წამოუდგნენ სპორტსმენს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ, თემურ დადიანმა 2011 წლის 3 აგვისტოს, ავღანეთში ნაღმზე აფეთქების დროს ორივე ქვედა კიდური დაკარგა. ხოლო 3 წლის შემდეგ აფეთქების თარიღს მსოფლიო რეკორდის დამყარება დაამთხვია: 2014 წლის 3 აგვისტო. პარაოლიმპიელმა 38.25 წამში 36 ე.წ. ამპუტირებული აზიდვა შეასრულა, რითაც გინესის მიერ დაწესებულ მინიმუმს სამჯერ გადააჭარბა.

ასევე იხილეთ: ფეხებამპუტირებულმა კაპრალმა რეკორდის დამყარების დღე აფეთქების თარიღს დაამთხვია