loader

პატრიარქი გერმანიაში გულზე ჩატარებული მკურნალობის შემდეგ დაბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქი გერმანიაში გულზე ჩატარებული მკურნალობის შემდეგ დაბრუნდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა. პატრიარქს აეროპორტში სასულიერო პირები და მონაზვნები დახვდნენ. ესკორტი აეროპორტის ტერიტორიიდან სამების ტაძრისკენ გაემართა, სადაც უწმინდესმა ტაძარში მოილოცა და მრევლი დალოცა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში 14 ივლისს გაემგზავრა. ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში უწმინდესს გეგმიურ-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა და გულის სისხლძარღვზე ინვაზიური ჩარევა განხორციელდა.