loader

როგორი იქნება ჯვარი, რომელიც მახათას მთაზე მშენებარე ტაძარზე 21 სექტემბერს აღიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი იქნება ჯვარი, რომელიც მახათას მთაზე მშენებარე ტაძარზე 21 სექტემბერს აღიმართება

21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარზე 5-მეტრიანი ჯვარი აღიმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფონდ "ივერიისას" ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემ განუცხადა.

ფონდის ხელმძღვანელი და წევრები დიდ ლილოში ოლეგ გელაშვილის საამქროს ეწვივნენ, სადაც მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის ჯვრის ჩამოსხმის პროცესი მიმდინარეობს. ადგილზე, პროცესის დათვალიერებისას გაირკვა, რომ ჯვრის ჩამოსხმა თითქმის დასრულებულია. ჯვრის მასალად თავდაცვის სამინისტროს მიერ შეწირული თითბრის მასრებია გამოყენებული.