loader

გენერალმა კაპანაძემ ჯარისკაცებთან და ჟურნალისტებთან ერთად რაგბი ითამაშა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გენერალმა კაპანაძემ ჯარისკაცებთან და ჟურნალისტებთან ერთად რაგბი ითამაშა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებსა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად რაგბი და კალათბურთი ითამაშა. ამხანაგურ მატჩებს შვილთან - სანდრო უსუფაშვილთან ერთად თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჟურნალისტებთან ერთად უკვე მეოთხე დღეა დასავლეთ საქართველოს სამხედრო ბაზებზე ცხოვრობს. მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ბაზებზე არსებულ ვითარებას ეცნობიან; ამასთან, მედიასთან ერთად სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში მონაწილეობენ.