loader

ლოტოს გათამაშების გამარჯვებულს ჯეკპოტის თანხა გადასცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლოტოს გათამაშების გამარჯვებულს ჯეკპოტის თანხა გადასცეს

ლოტოს გათამაშების გამარჯვებულს, ნუგზარ ჩიქოვანს ჯეკპოტის თანხა გადაეცა. საქართველოს ლატარიის კომპანიის "ბეთინგ ცენტრში" დღეს ჯეკპოტის გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. იღბლიანი ბილეთის მფლობელს, ნუგზარ ჩიქოვანს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ფანჩულიძემ მოგებული თანხა - 1 671 045 ლარი გადასცა.

ცერემონიაზე ასევე თანხა გადაეცა ბილეთის რეალიზატორ ციალა ბურდულს. კერძოდ, 33 420 ლარი, მოგებული თანხის 2%. თანხის აღმნიშვნელი სიმბოლური ჩეკი ბურდულს თავად ჯეკპოტის გამარჯვებულმა ნუგზარ ჩიქოვანმა გადასცა.