loader

ტრაგიკული შემთხვევა გრიგოლეთში: ორმაგ ავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგიკული შემთხვევა გრიგოლეთში: ორმაგ ავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა

გრიგოლეთში "მერსედესის" მარკის ავტომანქანისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, შეჯახების შედეგად "მერსედესის" მარკის ავტომანქანა აფეთქდა და შიგ მჯდომი ექვსივე მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.

სამარშრუტო ტაქსიში მჯდომი 3 მგზავრი გადარჩა. ერთ-ერთი მათგანი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაჰყავდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით, რა დროსაც სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიციის პიკაპის ტიპის მანქანა ერთმანეთს შეეჯახა და დაშავებული ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. ავტოავარიის შედეგად დაშავებულები არიან სასწრაფოს ექიმები და სამი პოლიციელი. დაშავებულები ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კადრები მოგვაწოდა თვითმხილველმა გიორგი ფირცხალავამ