loader

ვისაც გყავთ მანქანა და ახლოს გაჩერდებით სხვა მანქანასთან, მიესალმეთ და ამით თქვენ მოუტანთ სიხარულს - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვისაც გყავთ მანქანა და ახლოს გაჩერდებით სხვა მანქანასთან, მიესალმეთ და ამით თქვენ მოუტანთ სიხარულს - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის განცხადებით, ყოველი ადამიანი უნდა იყოს სხვა ადამიანის გამხარებელი.

როგორც პატრიარქმა დღეს საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ის დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა, რა არის ადამიანის მთავარი მოვალეობა და მისია, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა სასარგებლო ერის, საკუთარი თავისა და ღვთის სათნოდ.

მან ასევე გაიხსენა ერთი ადამიანის ამბავი, რომელსაც ჰყავს მანქანა და ამბობდა, რომ როდესაც ქუჩაში დგას და მასთან ძალიან ახლოს ჩერდება სხვა მანქანა, ის მძღოლს ესალმება და ხელით ანიშნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, თავადაც იგივე გააკეთონ.