loader

ზაფხულის სიცხე და მალფუჭებადი პროდუქტი - ენდობიან თუ არა ბაზრის პროდუქციას თბილისელები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზაფხულის სიცხე და მალფუჭებადი პროდუქტი - ენდობიან თუ არა ბაზრის პროდუქციას თბილისელები

ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად საკვები პროდუქტის გაფუჭების რისკიც მატულობს. დედაქალაქის ბაზრებში წარმოდგენილი მალფუჭებადი პროდუქტის უმრავლესობა მაცივრის გარეშე იყიდება. მალფუჭებადი პროდუქტის არასათანადო პირობებში გაყიდვა მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. დედაქალაქის მცხოვრებლების უმრავლესობა ბაზარში არსებულ პროდუქტს არ ენდობა.

დეზერტირების ბაზრის მთავარი ვეტექიმი კი ამტკიცებს, რომ პროდუქცია ლაბორატორიულად შემოწმებულია და ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოაქვს.

მიუხედავად იმისა, რომ გარე ვაჭრობა კანონით აკრძალულია და პროდუქციის რეალიზაციის შესაბამისი პირობები არ აქვთ, მოვაჭრეები გაყიდვებს არ უჩივიან, მიზეზად კი შედარებით დაბალ ფასებს ასახელებენ.

ავტორები: თიკო გურაშვილი, გიორგი შეყილაძე