loader

საზარელი ავარია ქედაში: ორი მოზარდი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, მძღოლი - საავადმყოფოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი ავარია ქედაში: ორი მოზარდი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, მძღოლი - საავადმყოფოში

საზარელი ავტოავარია მოხდა ქედაში. "პიკაპის" ტიპის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღლობიდან გადავარდა. მანქანა კურორტ ბეშუმიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა. ავარიის დროს ორი მოზარდი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

მოგვიანებით, დაშავებული მამაკაცი - მძღოლი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქედის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერის, ქირურგ ფრიდონ სირაბიძის თქმით, პაციენტი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში, პოლიტრავმით მიიყვანეს. ექიმის განცხადებით, 50 წლამდე მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.