loader

ავარია ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე - არიან დაშავებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარია ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე - არიან დაშავებულები

მცხეთასთან, ავტობანზე, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე "ტოიოტას" მარკის ავტომობილი ამობრუნდა. როგორც შსს-ში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო ოთხმა მოქალაქემ, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
მათივე განმარტებით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: ირაკლი გედენიძე