loader

დაუდგენელი სახის ინტოქსიკაციით ყვარელში 80-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაუდგენელი სახის ინტოქსიკაციით ყვარელში 80-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა

ყვარლის საავადმყოფოში დაუდგენელი სახის ინტოქსიკაციით 4 აგვისტოს, ღამით რამდენიმე ადამიანი  მოათავსეს. მოგვიანებით მათ რიცხვს მიმდებარე სოფლის მცხოვრებთა გარკვეული რაოდენობაც მიემატა. სამი პაციენტი თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვარაუდობენ, რომ ადგილი გვაქვს ნოროვირუსთან. აღნიშნული ინფექცია, შესაძლოა, წყლის საშუალებითაც გავრცელდეს, თუმცა დაავადებას, ძირითადად, იწვევს დაუბანელი ხელები ან ფეკალიებით დაბინძურებული საკვები.

კლინიკას ინტოქსიკაციის ნიშნებით ჯამში 87-მა ადამიანმა მიმართა. ამჟამად ყვარლის საავადმყოფოში 32 ადამიანია მოთავსებული, ხოლო თელავში - 3.

მისივე თქმით, პაციენტებს აღენიშნებოდათ ფაღარათი, გულის რევა და ტემპერატურის ცვლილება.

ყველას, ვინც მიმართა საავადმყოფოს, ჩაუტარდა პირველადი დახმარება, გადასხმები და ამჟამად თავს უკეთ გრძნობენ.