loader

კინოთეატრზე თავდასხმისას ოთხი ადამიანი დაშავდა, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კინოთეატრზე თავდასხმისას ოთხი ადამიანი დაშავდა, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში მდებარე კინოთეატრზე შეიარაღებულმა მამაკაცმა თავდასხმა განახორციელა. შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

"ბიბისის" ცნობით, მოგვიანებით პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა. მას ხელში ცული და ცრემლსადენი აეროზოლი ეჭირა, სახე კი ნიღბით ჰქონდა დაფარული. სამართალდამცველთა განცხადებით, იგი 29 წლის ადგილობრივი, ვინსენტ დევიდ მონტანოა.

წინასწარი ვერსიით, თავდამსხმელს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აწუხებდა. მან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ოთხჯერ გაიარა მკურნალობის კურსი. თავდამსხმელმა გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ მას ესროლა. შედეგად ის დაიღუპა.