loader

ასე აღნიშნეს ექიმებმა პაციენტის განკურნება ონკოლოგიურ ცენტრში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ასე აღნიშნეს ექიმებმა პაციენტის განკურნება ონკოლოგიურ ცენტრში

12 წლის სოფიას ცეკვა ძალიან უყვარს. უილი-ნაიტონის ონკოლოგიური ცენტრის ექიმებმა გადაწყვიტეს, გოგონასთვის ფლეშმობი მოეწყოთ და ასე აღენიშნათ მკურნალობის დასრულება. წლების წინ სოფიას სქოლიოზი დაუდგინეს და მკურნალობა დაუნიშნეს, თუმცა მას ტკივილები მოემატა. 2 წლის წინ MRI-მ აჩვენა, რომ მას ხერხემალზე სიმსივნე ჰქონდა. სოფიას რთული ოპერაცია გაუკეთეს და სიმსივნე ამოკვეთეს, თუმცა 1 წლის წინ ტესტებმა აჩვენა, რომ სიმსივნემ კვლავ რეციდივი მისცა. ექიმებმა გადაწყვიტეს, გოგონასთვის სხივური თერაპია დაენიშნათ და პროტონულ თერაპიას მიმართეს (პროტონული თერაპია, რომელსაც ასევე უწოდებენ პროტონების სხივურ თერაპიას, არის ყველაზე მეწინავე რადიაციული თერაპია, რომელიც დღეს არსებობს - ის ანგრევს (სპობს) კიბოს უჯრედებს, მაგრამ არ ესხმის თავს მის მახლობელ ჯანმრთელ ქსოვილს იმ დოზით, როგორც ესტრადიციულ თერაპიაშია. პროტონული თერაპია არის გარკვეული ნაწილაკური თერაპია, რომელიც მიმართავს პროტონულ სხივებს ძალიან დიდი სიზუსტით კიბოს უჯრედებისკენ).