loader

როგორ გამოიყურება განახლებული "დინამო არენა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება განახლებული "დინამო არენა"

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განახლებული "დინამო არენა" დაათვალიერა. სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. სტადიონზე სრულად შეიცვალა ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემები, პლასტმასის სკამები და ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაო.

მერიის ინფორმაციით, "დინამო არენაზე" გარემონტდა და კეთილმოეწყო მატჩზე უეფას წარმომადგენელთათვის განკუთვნილი 3 ოფისი, განახლდა მატჩის მონაწილეთა გასახდელები, დოპინგ-კონტროლისთვის განკუთვნილი ოთახები და 52 ე.წ. სკაი-ბოქსი (პრივატული ლოჟა). სტადიონზე დამონტაჟდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი, ასევე, პანდუსი. განახლების შემდეგ "დინამო არენა" ისეა ადაპტირებული შშმ პირებისთვის, რომ მას რეგიონში ანალოგი არ აქვს.