loader

იაპონიაში ცაზე ერთდროულად 10 ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაპონიაში ცაზე ერთდროულად 10 ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნეს

ერთბაშად ათი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნეს იაპონიაში, ქალაქ ოსაკას ცაზე. ამ მოვლენის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ელვის სისწრაფით გავრცელდა. ვიდეოზე დაფიქსირებულია თეთრი მფრინავი ობიექტები, რომლებიც ოსაკას ერთ-ერთი ქარხნის მილების თავზე დაფრინავენ. "ხომალდები" ერთმანეთს ეჯახებიან, მაგრამ აგრძელებენ ფრენას.

უცნაური კადრების ხილვის შემდეგ აზრი ორად გაიყო. ერთი ნაწილი თვლის, რომ ოპერატორმა ჰაერში მოფარფატე პოლიეთილენის პაკეტები გადაიღო, მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ეს მეტეოზონდებია. თუმცა უმეტესობა მიიჩნევს, რომ თეთრ ობიექტებს უცხოპლანეტური წარმომავლობა აქვს.