loader

ხმაურიანი "უცხოპლანეტელები" ბათუმში - რა ხდება ღამით ზღვისპირა ქალაქში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაურიანი "უცხოპლანეტელები" ბათუმში - რა ხდება ღამით ზღვისპირა ქალაქში

"ჰით ბათუმი 2015"-ის ფარგლებში ქუჩის თეატრის დღეები იმართება. ახალი კვირეული "სპარკი! ლედ დრამერებმა" გახსნეს. მანათობელმა დრამერებმა, რომლებიც უცხოპლანეტელებს მოგაგონებდნენ, სტარტი ბულვარის მთავარ შესასვლელთან აიღეს. კოსტიუმირებული მსვლელობა ერთ საათს გაგრძელდა და ზღვისპირა ქალაქის ბულვარში მოსეირნე ტურისტებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ერთი კვირის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი 5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს უმასპინძლებს. ქუჩის თეატრის დღეების ორგანიზატორის, ეკა მაზმიშვილის განმარტებით, წარმოდგენები ბათუმის კოლონადებთან, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე, ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება და უფასო იქნება.