loader

გარდაიცვალა ზურა ბეგალიშვილი - მსახიობი, რომელიც ქართულ კინოს ნეგატიური პერსონაჟებით დაამახსოვრდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გარდაიცვალა ზურა ბეგალიშვილი - მსახიობი, რომელიც ქართულ კინოს ნეგატიური პერსონაჟებით დაამახსოვრდა

მსახიობი ზურა ბეგალიშვილი გარდაიცვალა. მეგობრების თქმით, მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა. მსახიობი, მეტწილად, მხატვრულ ფილმებში ნეგატიურ პერსონაჟებს განასახიერებდა. ზურა ბეგალიშვილმა კარიერის მანძილზე რამდენიმე ფილმსა და სატელევიზიო შოუში მიიღო მონაწილეობა. მათ შორისაა მხატვრული ფილმები: "ლაქა", "ორმაგი სახე", "ქუჩის დღეები", "რენე მიდის ჰოლივუდში", "სვანი", "ღამის ცეკვა", "თენდება", "კომა"; სატელევიზიო სერიალები: "ყავა და ლუდი", "ცხელი ძაღლი", "ქაღალდის ტყვია". ასევე, ეპიზოდური როლი ჰქონდა "ჩემი ცოლის დაქალებში".

ზურაბ ბეგალიშვილს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "ღამის ცეკვა" საქართველოს კინოაკადემიის პრიზი "ნატო" მიანიჭეს, ხოლო ფილმში "აქ თენდება" შესრულებული როლისათვის ზურაბ ბეგალიშვილმა აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი მიიღო.

მსახიობი ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში და სამი შვილი ჰყავს.

(კადრები გამოყენებულია ფილმებიდან: "ლაქა", "ქუჩის დღეები", "რენე მიდის ჰოლივუდში", "სვანი", "კომა" და სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები")