loader

"მიყვარს აქაურობა. ჰაერი კარგი, ხალხი კარგი" - კაცი, რომელიც 6 წელია სასაფლაოზე ცხოვრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიყვარს აქაურობა. ჰაერი კარგი, ხალხი კარგი" - კაცი, რომელიც 6 წელია სასაფლაოზე ცხოვრობს

55 წლის ტარიელ სულაქველიძე სამტრედიის სოფელ დაფნარში სასაფლაოზე ცხოვრობს. რკინის კონსტრუქციაში, სადაც ის 6 წელია ბინადრობს, გაუსაძლისი პირობებია - ზაფხულში ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ ტარიელი სასაფლაოზე ჩრდილს აფარებს თავს, ზამთარში კი "სახლი", ფაქტობრივად, იყინება და მამაკაცს ხშირად ჯანმრთელობის პრობლემებიც ექმნება. რამდენიმე წლის წინ ზამთარში ფეხები მოეყინა, რის გამოც გადაადგილება უჭირს.

სოციალურად დაუცველ მამაკაცს სოფლის მოსახლეობა შეძლებისდაგვარად ეხმარება, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება მის საკვებით უზრუნველყოფაზე ზრუნავს. ტარიელ სულაქველიძე ხელისუფლებისგან მხოლოდ საცხოვრებელ ფართს ითხოვს, რომელიც სასაფლაოზე იქნება, რადგან ის აქედან წასვლას არ აპირებს.

ავტორი: ირაკლი აკობია