loader

დოლარის ფასმა ისევ აიწია - სავალუტო ჯიხურებში კურსი 2.33-2.34 ლარის ფარგლებშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დოლარის ფასმა ისევ აიწია - სავალუტო ჯიხურებში კურსი 2.33-2.34 ლარის ფარგლებშია

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.33-2.34 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.30-დან 2.31 ლარის ფარგლებში იბარებენ. სავალუტო ჯიხურების წარმომადგენლების თქმით, ბოლო პერიოდში ადამიანები დოლარს ყიდულობენ, ვიდრე ყიდიან.

კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.34-დან 2.35 ლარამდე მერყეობს. კერძოდ კი, ამ დროის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.34 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.30 ლარად.

"თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.3460 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.3060 ლარად. "ლიბერთი ბანკში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.3500 ლარია, ხოლო გაყიდვა - 2.3000 ლარადაა შესაძლებელი.

ავტორი: ნათია რუხაძე