loader

"ცხოვრებაში ყველაფერი ხდება" - ჟვანიას დაცვის წევრის პირველი კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცხოვრებაში ყველაფერი ხდება" - ჟვანიას დაცვის წევრის პირველი კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ

ნაფიცმა მსაჯულებმა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია გასცეს, რის საფუძველზეც მიხეილ ძაძამიას აღარ დააპატიმრებენ.

კერძოდ, მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, კობა ხარშილაძეს აღნიშნულ საქმეზე შემსუბუქებული სასჯელი 2 წლისა და 4 თვის ვადით განესაზღვრა, ამნისტიის შედეგად კი 1 წელი და 9 თვიანი ვადა დარჩა. ძველმა სასჯელმა, რომელიც ”გრინსერვისის” საქმეზე აქვს ხარშილაძეს შეფარდებული, შთანთქა ახლად განსაზღვრული სასჯელი და ხარშილაძეს საბოლოოდ 4 თვის ვადით პატიმრობა განესაზღვრა, რაც ემთხვევა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობის ვადის ამოწურვას, რომელიც მიმდინარე წლის 24 დეკემბერს სრულდება.

რაც შეეხება ძაძამიას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას თავდაპირველად 11 თვე და 41 დღის ვადით პატიმრობა განესაზღვრა. ამნისტირებული მუხლის საფუძველზე მას 8 თვითა და 23 დღით განესაზღვრა პატიმრობა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნა, რომ გირაოს შეფარდებამდე მიხეილ ძაძამიას აღნიშნული ვადა პატიმრობაში გატარებული აქვს, რაც ჩაეთვლება და შესაბამისად, იგი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა და პატიმრობაში აღარ დარჩება.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ ძაძამიასთვის შეფარდებული გირაო
2 ათასი ლარის ოდენობით, ერთი თვის ვადაში უნდა დაბრუნდეს.

იხილეთ ასევე: ნაფიცმა მსაჯულებმა ჟვანიას დაცვის წევრების მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს