loader

უნიკალური აღმოჩენა აჭარაში: ხიხანის ციხეზე არქეოლოგებმა 43 ქვევრი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნიკალური აღმოჩენა აჭარაში: ხიხანის ციხეზე არქეოლოგებმა 43 ქვევრი იპოვეს

ხიხანის ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად 43 ქვევრი აღმოაჩინეს. არქეოლოგები აჭარის მაღალმთიან ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2 635 მეტრ სიმაღლეზე ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.

როგორც ხიხანის ციხის არქეოლოგიიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა დავით მინდორაშვილმა განმარტა, ახლად აღმოჩენილი მარანი შუასაუკუნეებით, კერძოდ, მე-11 - მე-13 საუკუნეებით თარიღდება.

არქეოლოგიური ექსპედიციის პარალელურად, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ციხის რეაბილიტაციას ახორციელებს. ხიხანის ციხის პირველი კოშკი უკვე რეაბილიტირებულია. სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის განმარტებით, ეს ძეგლი არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლია და მისი რეაბილიტაცია შესაბამისი სტანდარტებით მიმდინარეობს.