loader

ხის ჭრის დროს გაუფრთხილებლობით დაღუპული მამაკაცი ბრალდებულმა საკუთარ ყანაში დამარხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხის ჭრის დროს გაუფრთხილებლობით დაღუპული მამაკაცი ბრალდებულმა საკუთარ ყანაში დამარხა

დუშეთის პოლიციის სამმართველოს და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული გელა ქ. გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გელა ქ. თანმხლებ პირებთან ერთად დუშეთის რაიონის სოფელ ანანურში, ტყეში ხეებს ჭრიდა, რა დროსაც, გაუფრთხილებლობით, იქვე მიმავალმა, 1935 წელს დაბადებულმა ვასილ მ-მ მოჭრილი ხის მორით სხეულის დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, თანამზრახველებთან ერთად, გარდაცვლილის ცხედარი იმავე დღეს მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში გადაიტანა და თავის საკარმიდამო ნაკვეთში დამარხა.

გელა ქ. დანაშაულის ჩადენიდან მეექვსე დღეს, მცხეთაში დააკავეს.