loader

მკვლელობა ქობულეთის ღამის კლუბთან: "ტროპიკანკასთან" მომხდარ ჩხუბს 28 წლის ბიჭი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა ქობულეთის ღამის კლუბთან: "ტროპიკანკასთან" მომხდარ ჩხუბს 28 წლის ბიჭი ემსხვერპლა

შსს-მ ქობულეთში მომხდარი მკვლელობა გახსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული რევაზ ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქობულეთში, ღამის კლუბ "ტროპიკანკას" მიმდებარე ტერიტორიაზე გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკებისას, 1986 წელს დაბადებულ გიორგი ნ. ცივი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრა და მიმალვა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს.