loader

პირველკლასელების დამატებითი რეგისტრაცია მშობლებს 1 და 2 სექტემბერს შეეძლებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველკლასელების დამატებითი რეგისტრაცია მშობლებს 1 და 2 სექტემბერს შეეძლებათ

პირველკლასელების დამატებითი რეგისტრაცია მშობლებს 1 და 2 სექტემბერს შეეძლებათ, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დამატებითი რეგისტრაციის ვადით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეეფერება, მაგრამ ისინი დღემდე არ არიან პირველ კლასში დარეგისტრირებულები.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონული ფორმით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ვაკანტური ადგილებია დარჩენილი. ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაცია ამავე ვებგვერდზე განთავსდება.