loader

რამდენს გვატყუებენ პურის წონაში - ექსპერიმენტი თბილისის სუპერმარკეტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენს გვატყუებენ პურის წონაში - ექსპერიმენტი თბილისის სუპერმარკეტში

მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ფქვილის გაძვირებას შესაძლოა, პურზე ფასის მნიშვნელოვნად აწევა მოჰყვეს. ფქვილის ფასის მატებასთან ერთად პურის საცხობები სულ უფრო ხშირად საუბრობენ პურზე ფასის მომატებაზე. იმ შემთხვევაში, თუ არ გაიზრდება პურის ფასი, მოსახლეობა ვარაუდობს, რომ შესაძლოა დაიკლოს მისმა წონამ.

იქამდე, სანამ პურის საცხობები რაიმე კონკრეტულ ქმედებას განახორციელებენ, "პალიტრა ტვ"-მ ექსპერიმენტი ჩაატარა. სხვადასხვა მწარმოებლის ხუთი დასახელების შეფუთული პური სუპერმარკეტის სასწორზე ავწონეთ. აღმოჩნდა, რომ იმ პურის წონა, რომელსაც მომხმარებელი ყოველდღიურად 70 თეთრიდან - 1,20 ლარის ფარგლებში ყიდულობს, რიგ შემთხვევებში ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს მინიმუმ 30-50 გრამით ჩამორჩება.

ავტორები: ჯონი პატარკაციშვილი, გიორგი ღუდუშაური

ასევე წაიკითხეთ: რატომ ძვირდება პური, ანუ ვინ მდიდრდება "პურის ფულით"