loader

სვანეთი და სვანები CNN-ის ობიექტივში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სვანეთი და სვანები CNN-ის ობიექტივში

სვანეთი, რომელიც საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ მხარეში მდებარეობს, ყოველთვის იპყრობდა უცხოელების და ადგილობრივების ყურადღებას. ამჯერად კი მხარე, რომელიც ცნობილია მდიდარი კულტურით, საუკუნოვანი კოშკებით და ძველი ტრადიციებით, CNN-ის ობიექტივში მოექცა.

რეპორტაჟი ნათლობის რიტუალით იწყება ზემო სვანეთის ერთ-ერთ ეკლესიაში და CNN-ის კორესპონდენტი მამა გიორგი ჩართოლანს გვაცნობს. შემდეგ კი უშგულის მოსახლეობისა და ადგილობრივების ტრადიციების შესახებ საქართველოში მცხოვრები ნორვეგიელი რიჩარდ ბაერუგი საუბრობს, რომელიც სვანეთში ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონეა.

ასევე იხილეთ:

სვანებმა BBC-ის კორესპონდენტი აამღერეს - რეპორტაჟი უშგულიდან

National Geographic-ის ემოციური რეპორტაჟი სვანეთიდან და დაუვიწყარი შეხვედრა 14 წლის შემდეგ