loader

უკრაინელი ტურისტების მოგზაურობა თბილისის მეტროში - "Пиво, ой и метрострой" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინელი ტურისტების მოგზაურობა თბილისის მეტროში - "Пиво, ой и метрострой"

Georgia trip 2015: Пиво, ой и метрострой - საქართველოში მოგზაურობის შესახებ შთაბეჭდილებებს ამ სათაურით უკრაინელი ტურისტი საკუთარ ბლოგზე აქვეყნებს.

"რა თქმა უნდა, საქართველოში სტუმრობა თბილისის მშენებარე და მოქმედი მეტროს დათვალიერების გარეშე არ ჩაივლიდა", - წერს უკრაინელი ტურისტი ზაპალ ზალაზოვი თავის ბლოგზე და მკითხველს თბილისის მეტროს შესახებ ინფორმაციასაც აწვდის.

"მას შემდეგ, რაც მეტროს მშენებარე ნაწილში ჩავედით, რამდენიმე წუთში ელექტრიკოსი ჩამოგვყვა. ისე, რომ ყურადღება არ მოუქცევია, მივიდა ხმაურიან მილებთან და გამორთო, რომ საუბარში ხელი არ შეეშალათ. შემდეგ გამოგველაპარაკა, თუ ვინ ვიყავით და რა გვინდოდა აქ. და უცებ მის წინ გამოვდივარ მე, სუპერგმირის კოსტიუმში. ელექტრიკოსმა შეწუხებულმა შემომხედა. მოკლედ, ზევით აგვიყვანეს, სადაც 40 წუთი ვსაუბრობდით აფხაზეთის, ოსეთის და რა თქმა უნდა, დონბასის პრობლემებზე... მე შემიყვარდა თბილისის მიწისქვეშეთი და კიდევ დავბრუნდები, მაგრამ ისე, რომ გაცილებით მეტი დრო დავუთმო ქალაქს", - წერს ზაპალ ზალაზოვი.