loader

სახალისო ფოტოკოლაჟი: ცნობილები ორიგინალში და "მაღალიციცოსგან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახალისო ფოტოკოლაჟი: ცნობილები ორიგინალში და "მაღალიციცოსგან"

"ფეისბუქზე" არაერთი იუმორისტული გვერდია შექმნილი, ბოლო დროს კი მათ რიცხვს კიდევ ერთი - "მაღალიციცო" შეემატა. მის ავტორს, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია, იუმორის ორიგინალური სტილი აქვს. ძველ, რეტრო ფოტოებს თანამედროვე ადამიანებს ან ფაქტებს, მოვლენებს უხამებს და მათ სხარტ წარწერებს უკეთებს. გვერდს საკმაოდ ბევრი მნახველი და გულშემატკივარი გაუჩნდა - არც მეტი, არც ნაკლები, მისი გვერდი 28.274 ადამიანს აქვს მოწონებული სულ რაღაც ერთ თვეში. ჩვენ "მაღალიციცოს" რამდენიმე ცნობილი ფოტოშარჟი ავიღეთ და მათ სახალისო კოლაჟს გთავაზობთ.

წაიკითხეთ მათი რეაქცია, ვინც "მაღალიციცოს" ფოკუსში მოხვდა და იუმორისტების შეფასებები ორიგინალურ იუმორისტულ ჟანრზე