loader

საცობი მარშალ გელოვანის გამზირზე: გამოიწვევს თუ არა ხიდის რეაბილიტაცია საავტომობილო კოლაფსს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საცობი მარშალ გელოვანის გამზირზე: გამოიწვევს თუ არა ხიდის რეაბილიტაცია საავტომობილო კოლაფსს?

მარშალ გელოვანის გამზირზე ხიდის რეკონსტრუქციის გამო საცობებია. შემოვლით გზაზე საავტომობილო მოძრაობა განსაკუთრებით პიკის საათებში იტვირთება. დიღმულას ხიდის რეაბილიტაციის გამო მძღოლები კმაყოფილებას გამოთქვამენ, თუმცა საცობებს აპროტესტებენ. მათი ვარაუდით, სექტემბერში, როდესაც დედაქალაქს რეგიონებში წასული მოსახლეობა დაუბრუნდება, მარშალ გელოვანის გამზირზე მოძრაობა კიდევ უფრო დაიტვირთდება რაც საავტომობილო კოლაფსს გამოიწვევს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე აღმაშენებლის ხეივნიდან საბურთალოს მიმართულებით მოძრაობა დროებით გადაერთო სოფელ დიღმის ასახვევიდან, ვაშლიჯვარში გადამსვლელი ხიდის გავლით, გოძიაშვილის ქუჩაზე.

ავტორები: ლექსო ნაბახტეველი; გიორგი ღუდუშაური