loader

დოლარი სავალუტო ჯიხურებში 2.39 ლარად იყიდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დოლარი სავალუტო ჯიხურებში 2.39 ლარად იყიდება

თბილისში, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა ლართან მიმართებაში 2.39 ლარს მიაღწია. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.36-2.39 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, სავალუტო ჯიხურები დოლარს 2.35-2.36 ლარის ფარგლებში იბარებენ.

რაც შეეხება ლარის კურსს ევროსთან მიმართებაში, სავალუტო ჯიხურებში ერთი ევროს ყიდვა 2.73-2.75 ლარად არის შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ევროს 2.69 ლარად იბარებენ.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეისთვის 2,3336 ლარს, ევროსთან მიმართებაში კი 2.6342 ლარს შეადგენს.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი