loader

ყანჩელის მუსიკა და ქართველი შემსრულებლები ბერლინში - კომპოზიტორის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყანჩელის მუსიკა და ქართველი შემსრულებლები ბერლინში - კომპოზიტორის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი

გია ყანჩელის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილმა კონცერტმა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში - ბერლინის "კონცერტჰაუზში" სრული ანშლაგით ჩაიარა. საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა და ქართველმა სოლისტებმა მაყურებელთა ხანგრძლივი ოვაციები დაიმსახურეს.

"კონცერტჰაუზში" ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებებთან ერთად სოლისტებმა: დუდანა მაზმანიშვილმა, ანდრეს მუსტონენმა და გიორგი ცაგარელმა არვო პიარტის მუსიკაც შეასრულეს. კონცერტის დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი გახლდათ.

პროექტი განხორციელდა გერმანიაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. აგრეთვე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფონდის "DAAD" თანადგომით.