loader

ძლიერი წვიმა ბათუმში: დატბორილი ქუჩები და წყალში ჩარჩენილი მანქანები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი წვიმა ბათუმში: დატბორილი ქუჩები და წყალში ჩარჩენილი მანქანები

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში, 26 მაისის ქუჩის ნაწილი, პუშკინიდან ბაგრატიონის ქუჩების კვეთამდე, დაიტბორა. მანქანებს ქუჩაში გაადგილება უჭირთ. წყლის დონე თანდათან მატულობს და იქმნება სახლების პირველი სართულების დატბორვის საფრთხე.

26 მაისის ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ წყლის დონე ქუჩაში 30-40 სანტიმეტრს აღწევს. ბათუმში საათზე მეტია გადაუღებლად წვიმს.