loader

ვიდეოფაქტი: დანაგვიანებული თბილისი - ერთი და იმავე ადგილების კადრები დილით და საღამოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოფაქტი: დანაგვიანებული თბილისი - ერთი და იმავე ადგილების კადრები დილით და საღამოს

თბილისის ქუჩებში არსებულ ნაგვის ბუნკერებთან დაკავშირებული პრობლემები ისევ გადაუჭრელია. გარდა იმისა, რომ ნაგვის ბუნკერები ზოგჯერ გადავსებულია, ანტისანიტარული ნორმების დაცვა თითქმის არ ხდება. ნაგვის ურნები დაბინძურებულია, მათ ბუზი ეხვევა და ზაფხულის სეზონით გამოწვეულ სიცხესა და უჰაერობას ქალაქში არასასიამოვნო სუნიც ემატება.

ეს კადრები კოლმეურნეობისა და თავისუფლების მოედნების, ასევე, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დილის 11:00 და საღამოს 19:00 საათზეა გადაღებული.

როგორც "თბილსერვის ჯგუფში" განგვიცხადეს, დედაქალაქის მასშტაბით, ნარჩენების ურნების დაცლა გეგმიურად იწყება დილის 07:00 საათიდან, ურნების რაოდენობიდან გამომდინარე დაცლა ხორციელდება ეტაპობრივად. რუსთაველის გამზირი, ლეონიძის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია (სადაც ეს კადრებია გადაღებული) 8:00 - 8:30სთ; 11:00 – 11:30სთ; 17:00 – 17: 30სთ. კოლმეურნეობის მოედანი და მიმდებარე ტერიტორია - 07:30-08:00სთ; 12:00-12:30სთ; 18:00-18:30სთ. ასევე, 22:00 საათის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიებზე ყოველდღიურად მოძრაობს მორიგე მანქანა. რაც შეეხება კონტეინერების რეცხვას "თბილსერვის ჯგუფი" აღნიშნულ ტერიტორიაზე ორ კვირაში - ათ დღეში ერთხელ სპეციალური ტექნიკის დახმარებით ახორციელებს მათ რეცხვას.

ავტორი: თამარ კორკოტაშვილი