loader

"არც ერთი ადამიანი არ მოსულა დასახმარებლად" - ბათუმელები განადგურებული ქონების გამო ჩივიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არც ერთი ადამიანი არ მოსულა დასახმარებლად" - ბათუმელები განადგურებული ქონების გამო ჩივიან

ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებული ბათუმელები განადგურებული ქონების გამო ჩივიან. ბათუმში მცხოვრებლები მერიის სამსახურებს მოუწოდებენ, საკანალიზაციო ჭები და სანიაღვრე არხები დროულად გაწმინდონ. როგორც 26 მაისისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების ბინადრები ამბობენ, ყველა შესაბამისმა სამსახურმა იცის, რომ ძლიერი წვიმის დროს ეს ტერიტორიები იტბორება. მოსახლეობა მერიის სამსახურებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ამ წუთებში ბათუმში აღარ წვიმს და სამაშველო და სახანძრო სამსახურები დატბორილი პირველი სართულების ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.

ასევე იხილეთ:

ძლიერი წვიმა ბათუმში: დატბორილი ქუჩები და წყალში ჩარჩენილი მანქანები

ბათუმი წვიმის შემდეგ: დატბორილი ობიექტები და სამაშველო სამუშაოები ქალაქში