loader

დამსხვრეული "ალი და ნინო" - ბათუმის სავიზიტო ბარათი გადატანის დროს დაზიანდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დამსხვრეული "ალი და ნინო" - ბათუმის სავიზიტო ბარათი გადატანის დროს დაზიანდა

ბათუმში, "ალი და ნინოს" სკულპტურა გადატანის დროს დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, დამსხვრეულია ნინოს სკულპტურა. თამარ კვესიტაძის ნამუშევარი ბათუმის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს, 2011 წლის ზაფხულში დადგეს. თუმცა იმის გამო, რომ სკულპტურას ზღვამ საძირკველი დაუზიანა, მისი სხვა ადგილას გადატანა გადაწყდა.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის, გიორგი ზირაქაშვილის განცხადებით, "ალი და ნინოს" სკულპტურას მცირე დაზიანება აქვს და ერთ კვირაში აღადგენენ. მისივე თქმით, გადატანის დროს ბაგირი გაწყდა და სკულპტურას ორი-სამი ფრთა აქვს დაზიანებული.